ვაშინგტონში გამგზავრებამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერს, ნატო-ს გენერალურ მდივანსა და გერმანიის კანცლერს ესაუბრა
ვაშინგტონში გამგზავრებამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერს, ნატო-ს გენერალურ მდივანსა და გერმანიის კანცლერს ესაუბრა

ვაშინგტონში გამგზავრებამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა  და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს ესაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას, მან ინფორმაცია მიაწოდა ლიდერებს აშშ-თან დიპლომატიური მუშაობის მდგომარეობისა და პირველი დოკუმენტების შესახებ, რომელიც მისი თქმით, უკვე მზადაა.

ზელენსკის განცხადებით, ეს საუბრები იყო არსებითი, რომლის დროსაც შეაჯერეს პოზიციები.

ცნობისთვის, 28 დეკემბერს ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაა დაგეგმილი.