ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა დღეს, ადგილობრივი დროით 13:15 საათზე დაიწყება
ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა დღეს, ადგილობრივი დროით 13:15 საათზე დაიწყება.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით, რომელიც Roll Call-მა გაავრცელა, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები ადგილობრივი დროით 13:15-ზე დაიწყება და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება. შემდეგ კი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან.
როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, დღეს აშშ-ისთვის „დიდი დღეა“.
„ამდენი ევროპელი ლიდერი არასდროს გვყოლია ერთდროულად. ჩემთვის დიდი პატივია მათი მასპინძლობა“, – წერს ტრამპი.