ვაშინგტონის უნივერსიტეტის 121 სტუდენტს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. „სიენენის“ ინფორმაციით, სიეტლის შტატში მდებარე უნივერსიტეტში ინფიცირებული სტუდენტებიდან 112 სტუდენტური საძმოს წევრი, ხოლო დანარჩენი ცხრა მათი კონტაქტები არიან.
უნივერსიტეტის მასშტაბით ტესტირება 1300 ადამიანს ჩაუტარდა.
გასულ კვირას სტუდენტურმა საბჭომ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მასშტაბით კორონავირუსი სულ მცირე 117 სტუდენტს ჰქონდა.