„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ უცხოელებსაც შეეძლებათ
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ უცხოელებსაც შეეძლებათ

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ უცხოელებსაც შეეძლებათ. როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, აშშ ნოემბრიდან აპირებს, გაუხსნას კარი საერთაშორისო მოგზაურებს, თუმცა აშშ-ში ჩასვლისთვის აუცილებელი იქნება ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

ამასთან, „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, აშშ-ში ჩასვლას შეძლებენ მხოლოდ ის უცხოელები, ვინც აშშ-ის მედიკამენტების სააგენტოს ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით არიან აცრილები.

„ვაშინგტონ პოსტის“ მიხედვით, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ გარდა, ასეთი ვაქციებია ჩინური „სინოვაკი“ და „სინოფარმი“.

როგორც ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ასევე ავტორიზებული აქვს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ხოლო ამერიკის მედიკამენტების სააგენტოს კი, „ჯონსონის და ჯონსონის“ ვაქცინა.

ამასთან, „სპუტნიკით“ აცრილი უცხოელები აშშ-ში ჩასვლას სავარაუდოდ ვერ შეძლებენ.