„ვაშინგტონ პოსტი“ – ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ აშშ-ს პუტინის, ზელენსკისა და ტრამპის სამმხრივი შეხვედრის მოლოდინი არ აქვს

10:10, 18.08.2025

ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ აშშ-ს პუტინის, ზელენსკისა და ტრამპის სამმხრივი შეხვედრის მოლოდინი არ აქვს, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს თქმით, აშშ-ს იმედი აქვს, რომ ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრა ამ კვირაში გაიმართება, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ „დღეს დაგეგმილი შეხვედრა ამ შედეგს მოიტანს“.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში დღეს, ადგილობრივი დროით 13:15 საათზე დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზელენსკის შეუძლია, რუსეთთან ომი დაუყოვნებლივ დაასრულოს ან გააგრძელოს ბრძოლა.

მსგავსი