„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დროს მიყენებული ზარალი 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს
„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დროს მიყენებული ზარალი 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობის შტურმის დროს მიყენებული ზარალი 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება.

როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, ეს ციფრი ასახულია სასამართლოს დოკუმენტაციაში, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის საქმეს აქვს თანდართული.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ბრალდების მხარე შეეცდება, რომ ეს თანხა ბრალდებულებისგან ამოიღოს.
კერძოდ, 500 დოლარის გადახდა მოუწევთ მათ, ვისაც შედარებით მსუბუქ კანონდარღვევაში ცნობენ დამნაშავედ, ხოლო მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს ორი ათასი დოლარის გადახდას დააკისრებენ.

ამერიკული გამოცემის ცნობით, სასამართლოს დოკუმენტებში ნათქვამია, რომ კაპიტოლიუმის შენობის შტურმის დროს დაზიანდა ხელოვნების ნიმუშები და ავეჯი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს.