„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა საიდუმლო შეხვედრა გამართა „თალიბანის“ ლიდერთან
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა საიდუმლო შეხვედრა გამართა „თალიბანის“ ლიდერთან ქაბულში, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, ამ შეხვედრაზე ავღანეთიდან აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციის ვადის გახანგრძლივების საკითხი განიხილებოდა.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, უილიამ ბერნსი და „თალიბანის“ ლიდერი აბდულ ბარადარი ერთმანეთს 23 აგვიტოს შეხვდნენ.
ბერნსის შეხვედრასთან დაკავშირებით აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ.