ვარშავის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირებისას საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა, მათგან ერთი დაიღუპა, დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე
ვარშავის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირებისას საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა, მათგან ერთი დაიღუპა, დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე

ვარშავაში, კონსტიტუციის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირების შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას, ვარშავის პოლიცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 31 წლის მამაკაცი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„მომხდართან დაკავშირებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – ნათქვამია ვარშავის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.