ვარშავაში პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური აქცია გაიმართა
ვარშავაში პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაში 200 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პოლონეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქციის პარალელურად, დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მსვლელობა გამართეს პოლონელმა ნაციონალისტებმა, ასევე ჩატარდა ანტი-ფაშისტების ორგანიზებული მემარცხენე ძალების მარში.
დამოუკიდებლობის აღდგენის დღე პოლონეთში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სახელმწიფო დღესასწაულია. 1918 წლის 11 ნოემბერს პოლონეთმა სუვერენიტეტის აღდგენა რუსეთის, გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიებისგან გამოაცხადა.