ვარშავაში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა
ვარშავაში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა

ვარშავაში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი, ათობით ადამიანი კი, დაშავდა.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, სატრანსპორტო საშუალებაში ინციდენტის დროს 30 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური, სასწრაფო დახმარება და ვერტმფრენი. ავარიის მიზეზები ჯერ უცნობია.