ვარშავაში აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

10:14, 29.01.2021

ვარშავაში აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. საპროტესტო გამოსვლები გაიმართა პოლონეთის სხვა ქალაქებშიც.

აბორტების თითქმის სრული აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლონეთში 27 იანვრიდან შევიდა ძალაში.

ახალი კანონმდებლობით, პოლონეთში აბორტი დაშვებულია მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის შემთხვევებში, ასევე მაშინ, როდესაც დედის სიცოცხლესა ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. არალეგალური აბორტის შემთხვევაში ექიმს პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი