ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიადა ეგვიპტელ დარვაშთან მოგებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის მეექვსე დღეს ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ასპარეზობს.
ნაკრების კაპიტანმა და წონის პირველმა ნომერმა პირველი წრე გამოტოვა და მეორე წრეში ეგვიპტელი დარვიში გაფრთხილებებით დაამარცხა.
მეტოქემ კარგად იცოდა ლიპარტელიანის საჭიდაო სტილი, ძალიან ფრთხილობდა გდება არ გაეშვა, მაგრამ სწორედ ამ სიფრთხილეში მიიღო სამი შენიშვნა და მეოთხედფინალში ქართველი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.
ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები ყოველდღიურად 06:00, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე დაიწყება.