ვარლამ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეა. ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი ხუთ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, რომელთაგან სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა.
100კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალი ქართველმა იაპონელ კენტარო იიდასთან ვაზარით წააგო.
შეჯიბრზე ცოტა ხნით ადრე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა (90კგ). მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა უნგრელი ნერპელი ულამაზესი გდებით დაამარცხა. რამდენიმე წუთში გრანდ სლემზე მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართველ ძიუდოისტებს სამი მედალი უკვე მოპოვებული ქონდათ.60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი და 73-ში ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლისმედალოსნები გახდნენ, ხოლო ახალგაზრდა თემურ ნოზაძე (60კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.