ვარლამ კილასონიას პრიზი გადასცეს
ვარლამ კილასონიას პრიზი გადასცეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრამდე ვარლამ კილასონიას სპეციალური პრიზი გადასცეს.

„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ოფიციალურმა გვერდმა მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. კილასონიას პრიზი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მესამე წრეში მისი ხელმძღვანელობით, აუტსაიდერმა „რუსთავმა“ ცხრა მატჩიდან ოთხი მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი მატჩი წააგო ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ (0:2). შედეგად, გუნდმა 16 ქულა დააგროვა და აუტსაიდერობიდან მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა.