ვარლამ კილასონია - ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT
ვარლამ კილასონია - ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად ვარლამ კილასონია დაასახელა.

აღიარება შემთხვევითი არ იყო. ბოლნისის „სიონმა“ კილასონიას ხელმძღვანელობით საწყისი შვიდი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში დიდი სხვაობით დაწინაურდა. პირველი წრის 9 მატჩიდან გუნდმა 8 შეხვედრა მოიგო, 24 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და „გაგრას“ 4 ქულით უსწრებს. სხვათა შორის, ბოლნისელებს ერთადერთი წაგება სწორედ „გაგრასთან“ აქვს.

ვარლამ კილასონია 53 წლისაა. უმცროს ძმასთან, გიასთან ერთად კარიერა რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო. მათ ასევე ერთად ითამაშეს სანქტ-პეტერბურგის „ლოკომოტივში“ (1995-1996), უკრაინულ დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ (1996-1998), აზერბაიჯანულ „ტოვუზში“ და რუსთავის „გორდაში“.

ვარლამი 1996 წელს 22 გოლით (34 მატჩში) რუსეთის პირველი ლიგის ბომბარდირი გახდა – მატჩში კუზნეცკისზარიასთან“ (9:0), რუსეთის პირველი ლიგის რეკორდი დაამყარა, 7 გოლი პენალტის გარეშე გაიტანა.

კილასონია სხვადასხვა წლებში წვრთნიდა რუსთავის „მეტალურგს“, 2010-2011 წლებში ამჟამინდელ კონკურენტ „გაგრას“. 2013 წლის დეკემბერში მშობლიურ „მეტალურგს“ დაუბრუნდა. ბოლნისის „სიონი“ 2020 წლიდან ჩაიბარა.