ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა
ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა

თბილისში, ვარკეთილში მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდი დაიღუპა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.