ვარჯიში ბადახოსში - ესპანეთისთვის 25 ფეხბურთელი ემზადება #1TVSPORT
ვარჯიში ბადახოსში - ესპანეთისთვის 25 ფეხბურთელი ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში სტუმრად ესპანეთს შეხვდება. 4 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ სტადიონზე გამართა. ბადახოსისესტადიო ნუევო ვივეროზე“ საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ესპანეთში არსებული კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს, 8000-მდე გულშემატკივარი დაესწრება, რაც მასპინძელი სტადიონის ტევადობის 60 პროცენტს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბადახოსში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა ჯიღაური, ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ზარია (ყველა – დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 5 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.