ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისში, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს.

„კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალარინების ქსელის ცენტრალურ კოლექტორზე დაერთების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამო, 27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.