VAR-ი უნდა ჩარეულიყო - ინგლისშიც კი თანხმდებიან, რომ მიქაუტაძეზე უხეშობისთვის „ტოტენჰემის“ მცველი უნდა გაეძევებინათ #1TVSPORT
VAR-ი უნდა ჩარეულიყო - ინგლისშიც კი თანხმდებიან, რომ მიქაუტაძეზე უხეშობისთვის „ტოტენჰემის“ მცველი უნდა გაეძევებინათ #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ტოტენჰემთან“ 0:1 დამარცხდა.

„ტოტენჰემ ჰოტსპური“ თავიდან შთამბეჭდავად თამაშობდა. მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია – მიქაუტაძეზე წესები უხეშად დაარღვიეს.

ინგლისის პროფესიონალ მსაჯთა კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა კიტ ჰაკეტმა Amazon Prime-ზე პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ საქმეში VAR-ი უნდა ჩარეულიყო, რადგან ეს ჯარიმა გაძევებას იმსახურებდა:

„გულწრფელად რომ ვთქვათ, VAR-ი უნდა ჩარეულიყო. ეს იყო ორიდან ერთ-ერთი, რომელშიც „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები დასჯას გადაურჩნენ. მანამდე ხავი სიმონსი უნდა გაეგდოთ“.

მას „ტოტენჰემის“ ყოფილი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი დაეთანხმა:

„ვფიქრობ, „ტოტენჰემს“ გაუმართლა, რომ კაცნაკლული არ დარჩა. ინციდენტს შეეძლო, „ვილიარეალისთვის“ რიცხობრივი უპირატესობა მოეპოვებინა, რასაც, შესაძლოა, თამაშის შედეგზე გავლენა მოეხდინა“.

Amazon Prime-ის კიდევ ერთმა ექსპერტმა, უეინ რუნიმ გადაწყვეტილება გაამართლა:

„ვფიქრობ, ეს ყვითელი ბარათი იყო და მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო“.