ვაქცინაციაზე უარის გამო, ნოვაკ ჯოკოვიჩი, შესაძლოა, ავსტრალიის ღია პირველობაზე არ დაუშვან #1TVSPORT
ავსტრალიის შტატის ვიქტორიას პრემიერმინისტრმა დენ ენდრიუსმა განაცხადა, რომ სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შესაძლოა, არ დაუშვან ავსტრალიის ღია პირველობაზე.
„ტიტულები ვერავის დაიცავს. ერთადერთი ტიტული, რომელმაც შეიძლება ჩოგბურთელი დაიცვას, ვაქცინის პირველი და მეორე დოზის მიღებაა“, – მოჰყავს ენდრიუსის სიტყვები Tennis World USA-ს.
3 ოქტომბერს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ვიქტორიას შტატის მთავრობამ ნოემბრის ბოლომდე შემოიღო აუცილებელი ვაქცინაციის ვალდებულება ცხოვრების ზოგიერთი სფეროსა და მიმართულების თანამშრომლებისთვის. ეს წესი პროფესიულ სპორტზეც ვრცელდება.
უფრო ადრე, ჯოკოვიჩმა უნდობლობა გამოთქვა კორონავირუსისგან აუცილებელი ვაქცინაციის იდეასთან მიმართებაში.
ავსტრალიის ღია პირველობა 2022 წლის 17-30 იანვარს გაიმართება.