ვანუატუზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ, დაზიანებულია შენობები
ვანუატუზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძების შედეგად დაზიანდა შენობები და სხვა ინფრასტრუქტურა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა დედაქალაქ პორტ ვილას მახლობლად ადგილობრივი დროით 12:47 საათზე მოხდა. ბიძგების შემდეგ კუნძულოვან სახელმწიფოში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის მასშტაბი ჯერ გაურკვეველია. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ. სოციალურ ქსელებში ჩამონგრეული შენობების, დაზიანებული მანქანებისა და გზების ფოტოები ვრცელდება.
ავსტრალიამ ვანუატუს დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.