ვანუატუში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ვანუატუში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ვანუატუში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ხმელთაშუა ზღვის სეისმურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრა 511 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.

მსხვერპლის შესახებ ცნობა ამ დროისთვის არ ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება არ გამოცხადებულა.