ვანუატუს აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვების დროს ავარია მოხდა
ვანუატუს აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვების დროს ავარია მოხდა

ვანუატუს აეროპორტში ავარიული დაშვების დროს, Air Vanuatu-ს კუთვნილი თვითმფრინავი ასაფრენი ზოლიდან გადავიდა და სხვა თვითმფრინავებს შეეჯახა. ინციდენტის დროს ბორტზე 39 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. თუმცა, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. მნიშვნელოვნად დაზიანდა Unity Airlines -ის კუთვნილი მცირე ზომის თვითმფრინავი, რომლის მფლობელთა განცხადებითაც, თვითმფრინავი შეკეთებას აღარ ექვემდებარება. მეორე საფრენ აპარატს – Air Taxi-ს მხოლოდ კორპუსის ე.წ. ცხვირი აქვს დაზიანებული.

გავრცელებული ცნობით, Vanuatu Airlines-ის თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას ძრავის გაუმართაობის გამო ახორციელებდა, ასაფრენ ზოლზე დაჯდომისას ის მოცურდა და სავალ ნაწილს გასცდა.

დატოვე კომენტარი