ვანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადაყავთ

10:08, 02.10.2018

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისში, კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადაყავთ. ინფორმაცია პირველ არხს პარტია „ევროპულ საქართველოში“ დაუდასტურეს. ინფორმაციას ადასტურებს მერაბიშვილის ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილიც. მისი თქმით, კლინიკაში სიტუაციის გასარკვევად მიდის. უცნობია, რა გახდა მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი.

ვანო მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ გამოკვლევები „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.

მსგავსი