ვანო მერაბიშვილი 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას არა შეცდომად, არამედ პრობლემად მიიჩნევს
ვანო მერაბიშვილი 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას არა შეცდომად, არამედ პრობლემად მიიჩნევს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა არა შეცდომა, არამედ პრობლემა იყო.

„კარგი იქნებოდა, რომ ამის გარეშე მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალების ლოკალიზება. დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მონაპოვარი არის თავისუფალი მედია. ამას ძალიან უნდა მოფრთხილება. ტელევიზიაში შესვლის პრეცედენტი იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის. მე კი არ ვიძახი, რომ შეცდომა იყო, პრობლემა იყო“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ამასთან, როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მაშინდელ მოვლენებზე ხელისუფლებამ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა.

„გადადგა იმიტომ, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც უნდა გამოსულიყო და აქ მთავარი არის „იმედში“ შესვლა“, – დასძინა ვანო მერაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი