ვანო ბეჟაშვილი – სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩემს ფოტოსურათზე მიზანმიმართულად არის განთავსებული ტექსტი, თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს, განვაგრძობ მუშაობას, ვამაყობ, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას

20:55, 28.03.2025

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩემს ფოტოსურათზე მიზანმიმართულად არის განთავსებული ტექსტი, თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს. განვაგრძობ მუშაობას, ვამაყობ, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას, – ამის შესახებ ვანო ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვანო ბეჟაშვილი წერს, აღნიშნული შინაარსის ტექსტი მას არ ეკუთვნის.

„სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, სადაც მაცვია სამსახურებრივი ფორმა. ფოტოსურათს დართული აქვს ტექსტი, თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს და ეს განპირობებულია ჩემი უკმაყოფილებით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შინაარსის ტექსტი მე არ მეკუთვნის და ის ჩემს ფოტოსურათზე მიზანმიმართულად არის განთავსებული. ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ხალხს. ასევე, ვთხოვ სხვადასხვა მედიასაშუალებას, ნუ შეუწყობენ ხელს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“, – წერს ვანო ბეჟაშვილი.

მსგავსი