ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან 14 წელი გავიდა #1TVSPORT
ვანკუვერის ტრაგედიიდან 14 წელი გავიდა – 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის ტრაგიკულად დაიწყო, მომხდარმა შეძრა მთელი მსოფლიო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა – ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა, ნოდარი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.
ქუმარიტაშვილი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში მეოთხე ათლეტია, ვინც თამაშების მსვლელობისას დაიღუპა.
1912 წელი, სტოკჰოლმი – ფრანცისკო ლაზარო, 21 წლის
1960 წელი, რომი – კნუტ იენსენი, 23 წლის
1964 წელი, ინსბრუკი – როზ მილნი, 19 წლის
აღსანიშნავია, რომ საწვრთნელი დაშვებისას, ზუსტად იმ მოსახვევში, ტრაგედიას ძლივს გადაურჩა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი არმინ ცოგელერი, რომელმაც მართვა დაკარგა, ციგიდან გადმოვარდა, 200 მეტრი ზურგზე დაცემულმა ისრიალა და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.