ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა და ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა (50 გოლი) რობინ ვან პერსიმ დაასახელა ნიდერლანდური ფეხბურთის ისტორიაში ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი.
„იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი, დენის ბერგკამპი, რუუდ გულიტი და ფრანკ რაიკაარდი“, – მოჰყავს ვან პერსის სიტყვები გაზეთ „ტელეგრაფს“.
ამავე ინტერვიუში ვან პერსიმ აღიარა, რომ ვენსან კომპანის გამოსათხოვარ მატჩში მონაწილეობის შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, რამდენიმე საათით ჩაფიქრდა კარიერის განახლებაზე, მაგრამ, საბოლოოდ, გადაიფიქრა.