ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა გააკრიტიკა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი იმ თამაშისთვის, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ აჩვენა.
„მესი? მისი თამაშისგან მოვიწყინე. ეს სურვილისა და მონდომების საკითხია. ან გინდა თამაში, ან არა. მესის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია და თუ ის ვერ იტანს გოლს ან არ აძლევს საგოლე გადაცემას, ეს ნიშნავს, რომ ცუდი თამაში ჩაატარა. ნეიმარის შედეგიანობა გაცილებით მაღალია. ის მეტს აკეთებს, ისევე როგორც მბაპე.
მაგალითად, კრიშტიანო რონალდო იბრძვის და სურს გუნდი ახალი დონეზე გაიყვანოს. მესი კი, დრო და დრო, მინდორზე სეირნობს და ამ დროს გულში ვეუბნები: არ გრცხვენია? მესის გამო იმედგაცრუებული ვარ. ეს სირცხვილია, რადგან ასეთი ფეხბურთელი აღარასოდეს დაიბადება. მისი ამგვარი საქციელი რონალდ კუმანის დროიდან დაიწყო. სინამდვილეში, ეს იყო სამუშაოზე უარის თქმა და ეს არ არის კარგი ისეთი მოთამაშისთვის, როგორიც მესია“, – განაცხადა ვან დერ ვაარტმა.
„მანჩესტერ სიტისთან“ 90 წუთის განმავლობაში, მესიმ ერთი დარტყმა შეასრულა, რომელიც მეტოქემ დაბლოკა. არგენტინელმა ერთი ფინტი შეასრულა და 44-დან 39 ზუსტი გადაცემა (სიზუსტის 89 პროცენტი) შეასრულა.