ინგლისური „ტოტენჰემის“, „რეალ მადრიდისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე რაფაელ ვან დერ ვაარტი ფეხბურთიდან წავიდა.
35 წლის სპორტსმენმა, რომელმაც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩშიც ითამაშა, კარიერა ამსტერდამის „აიაქსში“ დაიწყო და 18 წლის შემდეგ დანიურ „ესბიერგში“ დაასრულა. ამ კლუბს ის მიმდინარე წლის აგვისტოში შეუერთდა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ სამი მატჩის ჩატარება მოახერხა.
„არ არის ადვილი ზურგი შეაქციო თამაშს, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს ამ ქვეყანაზე. მიუხედავად ამისა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი მადლობელი ვარ ამ 18 წლისა, რომელიც ფეხბურთში გავატარე. მადლობა ყველას“, – დაწერა ვან დერ ვაარტმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.