ვან დერ სარი - ზიდანი ვარჯიშზე „ფიატით“ მოდიოდა, მისი თანაგუნდელები - „ფერარით“
ვან დერ სარი - ზიდანი ვარჯიშზე „ფიატით“ მოდიოდა, მისი თანაგუნდელები - „ფერარით“

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარე ედვინ ვან დერ სარმა ჟურნალისტებთან იმ შთაბეჭდილების შესახებ ისაუბრა, რომელიც მასზე ზინედინ ზიდანმა მოახდინა. ნიდერლანდელი და ფრანგი ტურინულ კლუბში ერთად 1999-2001 წლებში თამაშობდნენ.

„ის ბევრს არ ლაპარაკობდა. ეს რთული იყო, რადგან იმ დროს მან კარგად არ იცოდა ინგლისური და მხოლოდ ფრანგულს ან იტალიურს იყენებდა. მაგრამ ის გხიბლავდა იმით, რასაც ბურთით მინდორზე აკეთებდა“, – თქვა ვან დერ სარმა.

„ის ვარჯიშებზე „ფიატით“ მოდიოდა, ეცვა ჯინსები და თეთრი პერანგი. ამით სრულიად განსხვავდებოდა სხვა მოთამაშეებისგან, რომლებსაც ეცვათ „დოლჩე და გაბანა“ და „ვერსაჩე“, ხოლო ვარჯიშებზე „ფერარით“ მოდიოდნენ.

რა თქმა უნდა, ზიდანს არაერთი ნაკლი ჰქონდა და ამის გამო იღებდა წითელ ბარათებს, მაგრამ ის ძალიან რბილი იყო ბურთთან მოპყრობისას. ამის გარეშე, ის არ იქნებოდა ასეთი ელეგანტური“, – დაამატა ნიდერლანდელმა მეკარემ.

ვან დერ სარი დღეს „აიაქსის“ გენერალური დირექტორია, ზიდანი კი სათავეში უდგას მადრიდის „რეალს“.