„ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვა დეიკი კორონავირუსის პანდემიის გამო, ინგლისის ჩემპიონატის შეჩერებას გამოეხმაურა.
„არავის აქვს სურვილი, რომ მატჩები გულშემატკივრების გარეშე გაიმართოს, – ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს BBC Sport. – მე განადგურებული ვიქნები, თუ ჩვენ ჩემპიონები ცარიელ სტადიონზე გავხდებით და ფანები ვერ დაგვინახავენ.
ჩვენ უნდა დავიცადოთ და დაველოდოთ, როდის განახლდება ჩემპიონატი და როცა განახლდება, გულშემატკივრებისთვის მაშინ მოვიპოვებთ გამარჯვებას.“