ვან დეიკს არ სურს, „ლივერპულმა“ ჩემპიონობა ცარიელ სტადიოზე იზეიმოს

18:10, 15.03.2020

„ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვა დეიკი კორონავირუსის პანდემიის გამო, ინგლისის ჩემპიონატის შეჩერებას გამოეხმაურა.

„არავის აქვს სურვილი, რომ მატჩები გულშემატკივრების გარეშე გაიმართოს, – ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს BBC Sport. – მე განადგურებული ვიქნები, თუ ჩვენ ჩემპიონები ცარიელ სტადიონზე გავხდებით და ფანები ვერ დაგვინახავენ.

ჩვენ უნდა დავიცადოთ და დაველოდოთ, როდის განახლდება ჩემპიონატი და როცა განახლდება, გულშემატკივრებისთვის მაშინ მოვიპოვებთ გამარჯვებას.“

მსგავსი