„ლივერპულისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი ბუკმეიკერების ფავორიტი გახდა 2019 წლის „ოქროს ბურთის“ მიღებაზე.
მას შემდეგ, რაც ლიონელ მესი ნახევარფინალიდან გამოეთიშა კოპა ამერიკას, ერთ-ერთმა წამყვანმა საბუკმეიკერო კომპანიამ Sky Bet-მა შეცვალა კოეფიციენტები ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო პრიზის მოგებაზე. ახლა, მთავარი ფავორიტი ვან დეიკია (4/6). მას მოყვებიან: მესი (6/5), კრიშტიანუ რონალდუ (12/1), მოჰამედ სალაჰი (18/1), ედენ აზარი (25/1) და სხვები.
გასულ სეზონში ვან დეიკი დაეხმარა „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. ამ ტურნირის ნახევარფინალში ინგლისურმა კლუბმა მესის “ბარსელონა“ გამოთიშა ბრძოლას.