ვან დეიკი „ოქროს ბურთის“ მთავარი ფავორიტია
ვან დეიკი „ოქროს ბურთის“ მთავარი ფავორიტია

„ლივერპულისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი ბუკმეიკერების ფავორიტი გახდა 2019 წლის „ოქროს ბურთის“ მიღებაზე.

მას შემდეგ, რაც ლიონელ მესი ნახევარფინალიდან გამოეთიშა კოპა ამერიკას, ერთ-ერთმა წამყვანმა საბუკმეიკერო კომპანიამ Sky Bet-მა შეცვალა კოეფიციენტები ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო პრიზის მოგებაზე. ახლა, მთავარი ფავორიტი ვან დეიკია (4/6). მას მოყვებიან: მესი (6/5), კრიშტიანუ რონალდუ (12/1), მოჰამედ სალაჰი (18/1), ედენ აზარი (25/1) და სხვები.

გასულ სეზონში ვან დეიკი დაეხმარა „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. ამ ტურნირის ნახევარფინალში ინგლისურმა კლუბმა მესის “ბარსელონა“ გამოთიშა ბრძოლას.