ვან დეიკი გამოჯანმრთელდა და „ლივერპულთან“ ერთად ვარჯიშობს #1TVSPORT
„ლივერპულის“ მცველი და კაპიტანი ვირჯილ ვან დეიკი სრულად გამოჯანმრთელდა ტრავმის შემდეგ და განაახლა ვარჯიშები მერსისაიდულ გუნდთან ერთად.
30 წლის ფეხბურთელმა ნახევარ წელზე მეტი მოანდომა ოპერაციის შემდეგ აღდგენას. ნიდერლანდელმა ოქტომბერში მიიღო მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა.
ვან დეიკმა არა მხოლოდ კლუბური სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, არამედ ვერ ითამაშა ნიდერლანდების ნაკრებში ევრო 2020-ზე, სადაც ფრანკ დე ბურის გუნდი მერვედფინალიდან გამოეთიშა ტურნირს.