ვან ბასტენი ფრენკი დე იონგის სიტუაციაზე - კრუიფს შერცხვებოდა დღევანდელი „ბარსელონას“ გამო # 1TVSPORT
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფორვარდმა მარკო ვან ბასტენმა გააკრიტიკა „ბარსელონა“ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგთან დაკავშირებული სიტუაციის გამო.
„ვფიქრობ, იოჰან კრუიფს შერცხვებოდა იმის ხილვა, რასაც ახლა „ბარსელონა“ აკეთებს.
ჩემი აზრით, კლუბის საქციელი გაცილებით დაბლაა მის სტანდარტებზე“, – განაცხადა ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა.
ცნობილია, რომ კატალონურ გრანდს ნახევარმცველის გაშვება სურს და თუ ეს ვერ მოახერხა, დე იონგს ხელფასის განახევრებას მოთხოვს. გარდა ამისა, „ბარსელონას“ ნიდერლანდელის მიმართ სახელფასო დავალიანება დაუგროვდა, რომელსაც ვერ ისტუმრებს, მაგრამ, ამასთან, არა ერთი ძვირადღირებული ფეხბურთელი შეიძინა და კვლავაც აპირებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას.