„მერსედესის“ პილოტმა ვალტერი ბოტასმა აღიარა, რომ წლევანდელი სეზონის შემდეგ, შესაძლოა, დატოვოს თავისი ამჟამინდელი გუნდი. ფინელი ავტომრბოლის თქმით, მას აქვს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი.
„რა თქმა უნდა, ეს რთულია, მაგრამ ასეთია სპორტი. არსებობს გაურკვევლობა კონტრაქტთან დაკავშირებით და ეს პრობლემაა ჩემთვის. ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ პილოტები ზეწოლის ქვეშ უკეთ გამოდიან, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. უმჯობესი იქნება, თუ გუნდის პოზიცია მეცოდინება. მაგრამ ფორმულა 1-ში ყოველთვის უნდა გქონდეთ სათადარიგო გეგმა, თანაც ორი“, – მოჰყავს ფინელი პილოტის სიტყვები „გრადპიიქსნიუსს“ (GrandPX.News-ს).