„ვალიადოლიდისა“ და „ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელი - ხვიჩამ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და ევროპაში წავიდეს #1TVSPORT
„ვალიადოლიდისა“ და „ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელი - ხვიჩამ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და ევროპაში წავიდეს #1TVSPORT

რუსეთში მოღვაწე მწვრთნელმა, რაშიდ რახიმოვმა რუსეთის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი შეაფასა.

რაშიდ რახიმოვი ტაჯიკეთიდანაა, რომელმაც რუსეთის ნაკრებში ითამაშა. იყო ესპანური „ვალიადოლიდის“, მოსკოვის „ლოკომოტივის“, ვენის „აუსტრიას“, „ადმირა ვაკერის“ და „რიდის“ მოთამაშე. სამწვრთნელო კარიერას ავსტრიაში დაიწყო და ავარჯშებდაადმირა ვაკერს“, პერმის „ამკარს“, მოსკოვის „ლოკომოტივს“, გროზნოს „ტერეკსა“ და „ახმატს“, 2020-2021 წლებში კი ჯიმი ტაბიძის „უფას“ მთავარი მწვრთნელი იყო.

„კვარაცხელია პროფესიულად სწრაფად ვითარდება, ფიზიკური კონდიციებიც გაიუმჯობესა. გვესმის, რა სქემით თამაშობს „რუბინი“ და უფრო ეფექტური რომელ პოზიციაზეა. თუ იგი გადავა საშუალო ევროპულ კლუბში, როგორიცაა მაგალითად „ლაციო“, ჩნდება კითხვა, თუ როგორ შეეგუება ის 3-5-2 სქემას, როგორ ითამაშებს ფლანგის მოთამაშედ, შეუძლია თუ არა მეორე თავდამსხმელად თამაში“, – ამბობს რახიმოვი.

რუსი სპეციალისტი „მატჩ პრემიერთან“ ინტერვიუში 20 წლის თავდამსხმელს ნებისმიერ შემთხვევაში ევროპაში წასვლა ურჩია.

„ხვიჩა კარგად გამოიყურება არა მხოლოდ რუსეთის ჩემპიონატში, არამედ საქართველოს ნაკრებშიც. ამიტომ ევროპული კლუბებიდან მის მიმართ დაინტერესება არის. მთავარია, თავად ფეხბურთელს რა სურვილი ამოძრავებს. ამ ასაკში უნდა გამოიყენოთ შესაძლებლობა და წახვიდე“, – თქვა რახიმოვმამატჩ პრემიერის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „მატჩ პრემიერის“ თასზე გამოსვლა კარგად დაიწყო – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ხიმკისთან“ (1:0) მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა, გადამწყვეტი გოლი 90-ე წუთზე გაიტანა და „მატჩ პრემიერმა“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.