„ვალიადოლიდის“ ექვს ფეხბურთელს „ვალენსიასთან“ მატჩში განზრახ წაგება ბრალდება
„ვალიადოლიდის“ ექვსი ფეხბურთელი იყო მოსყიდული ლა ლიგას 2018-2019 წლების სეზონის ბოლო ტურის მატჩში „ვალენსიას“ წინააღმდეგ, – წერს „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo).
წყაროს მონაცემებით, პოლიციას რამდენიმე ფეხბურთელზე აქვს ეჭვი. მათი ტელეფონების მოსმენის შედეგად გაირკვა, რომ მატჩის შედეგი გაყალბებული იყო. „მოსყიდულია ექვსი ფეხბურთელი, მეტი არა“, – ნათქვამია ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში, რომელშიც მონაწილეობს ყოფილი ესპანელი ფორვარდი კარლოს არანდა.
წერენ იმის შესახებ, რომ „ვალიადოლიდმა“ თამაშის დათმობის წინადადება შესაძლოა ტოტალიზატორში მოთამაშე მესამე პირისგან მიიღო.
ამას ისიც ემატება, რომ ბოლო ტურში „ვალენსიას“ აუცილებლად ესაჭიროებოდა მოგება მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად. და ამ შედეგს გუნდმა მიაღწია. ეს ფაქტიც პოლიციას გარკვეულ ეჭვებს აღუძრავს.
აღნიშნულ ექვს ფეხბურთელს ელოდება ფულადი ჯარიმა სამი ათასიდან 30 ათასის ფარგლებში, აგრეთვე ლიცენზიის შეჩერება ორიდან ხუთი წლამდე ვადით.