ვალერი ზალუჟნი – უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ ღამის სარაკეტო შეტევის დროს ნასროლი 18 რაკეტიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს

10:38, 01.05.2023

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ ღამის სარაკეტო შეტევის დროს ნასროლი 18 რაკეტიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

ზალუჟნის თქმით, კიევში საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, თუმცა ქალაქ პავლოგრადზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.

მედიის ცნობით, ქალაქ პავლოგრადში ღამის სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, ექვსი სკოლა და ხუთი მაღაზია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პავლოგრადის სამრეწველო საწარმოში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მოახერხეს.

მსგავსი