ვალერი ზალუჟნი - უკრაინა არავითარ პირობებზე არ გაჩერდება თავისი ტერიტორიების გათავისუფლების გზაზე, უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინა არავითარ პირობებზე არ გაჩერდება თავისი ტერიტორიების გათავისუფლების გზაზე და უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. როგორც ზალუჟნი ტელეგრამარხში წერს, ამის შესახებ მან აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტატების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„დავარწმუნე, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა. ჩვენი მიზანია რუსეთის ოკუპაციისგან უკრაინული მიწის გათავისუფლებაა. ჩვენ ამ გზაზე არანაირ პირობებზე არ გავჩერდებით. უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მოლაპარაკებების პირობა ერთია – რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია“, – წერს ზალუჟნი.
ზალუჟნი ასევე ესაუბრა ამერიკელ გენერალს ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციისა და უკრაინის თავდაცვითი ძალების საჭიროებების შესახებ. ზალუჟნის თქმით, ფრონტზე სიტუაცია სტაბილური და კონტროლირებადია.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოწინააღმდეგის ქმედებებს ბელარუსთან საზღვარზე და ვაშენებთ საიმედო ფარს ჩრდილოეთიდან უკრაინის დასაცავად“, – განაცახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
მისი თქმით, საოკუაპციო ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევას ხარკოვის მიმართულებით, ასევე ხერსონის მიმართილებით უკრაინელი სამხედროები სტაბილიზაციურ მოქმედებებს ახორციელებენ და თავდაცვას აძლიერებენ.