ვალერი ზალუჟნი - დღევანდელი სარაკეტო იერიშისას რუსეთმა 55 რაკეტა გაუშვა, საიდანაც უკრაინის ძალებმა 47 ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ დღევანდელი სარაკეტო იერიშის დროს რუსეთმა 55 რაკეტა გაუშვა, საიდანაც უკრაინის ძალებმა 47 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ზალუჟნიმ „ტელეგრამის“ არხში დაწერა.
ზალუჟნის მონაცემებით, კიევის მიმართულებით ოკუპანტებმა 20-მდე ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. რაკეტები გაუშვეს „ტუ-95“-ის, „სუ-35“-ის, „მიგ-31კ“-ს ტიპის თვითმფრინავებიდან, ასევე შავ ზღვაში განთავსებული ხომალდებიდან.
რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქებზე დღეს მასშტაბური სარაკეტო იერიშები მიიტანა. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევის გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.