აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქალთა დივიზიონის ქვემსუბუქი წონის (flyweight) ჩემპიონი ვალენტინა შევჩენკო (19-3) UFC 251-ის ფარგლებში ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს. მიზეზი კი ჩემპიონის ტრავმაა.
ვალენტინა შევჩენკოსა და ჯოან კალდერვუდის (14-4) ბრძოლა 6 ივნისს ავსტრალიაში იყო ჩანიშნული. თავად ჩემპიომი აცხადებს, რომ მან ფეხის ტრავმა მიიღო და სრულ რეაბილიტაციას აგვისტოში დააასრულებს.
ყირგიზ მებრძოლს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში კარიერის მანძილზე მხოლოდ ამანდა ნუნესთან აქვს ორჯერ წაგებული. რაც შეეხება კალდერვუდს, მან ბოლო 3 ბრძოლიდან 2 მოიგო. შოტლანდიელი 33 წლის არის და აღნიშნულ წონით დივიზიონში რეიტინგის მეოთხე მებრძოლია.