ვალენსიური დერბი მამარდაშვილის გარეშე - ქოჩორაშვილმა ისევ ძირითადში ითამაშა #1TVSPORT
ვალენსიური დერბი მამარდაშვილის გარეშე - ქოჩორაშვილმა ისევ ძირითადში ითამაშა #1TVSPORT

ესპანეთში ვალენსიური დერბი გაიმართა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო იყო, რადგან ერთმანეთს გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ქოჩორაშვილის კლუბები დაუპირისპირდნენ – მატჩი ფრედ დასრულდა.

თუმცა გიორგი მამარდაშვილი მოედანზე არ გასულა – საქართველოს ნაკრების კიპერის ნაცვლად, „ვალენსიის“ კარში ჩრდილომაკედონიელი სტოლე დიმიტრიევსკი იყო, რომელიც ზაფხულში სწორედ ქართველის შემცვლელად მოიყვანეს. გიორგი კი გუნდს ორიოდე დღის წინ შეუერთდა და ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.

მეორე ვალენსიურ კლუბში, „ლევანტეში“ „ჯვაროსნების“ საყრდენი ნახვარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

შემდეგ შეხვედრას მოსამზადებელ ეტაპზე „ვალენსია“ 3 აგვისტოს „ლიდსთან“ გამართავს, ხოლო „ლევანტე“ ასევე 3 აგვისტოს „ვილიარეალი B“-ს დაუპირისპირდება.