„ვალენსიაში“ კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა

13:59, 11.08.2020

„ვალენსიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ესპანური კლუბის წარმომადგენლები ინფიცირებულების ვინაობას არ ამხელენ და ისიც უცნობია, კოვიდ-19 ფეხბურთელებს დაუდასტურდათ თუ მომსახურე პერსონალს.

„ღამურების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლუბმა საქმის კურსში ჩააყენა ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობა და გუნდში  ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უკვე ჩატარდა.

მსგავსი