„ვალენსიასა“ და „ბარსელონას“ გულშემატკივრები მატჩამდე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
შაბათს, 25 იანვარს, „ვალენსიასა“ და „ბარსელონას“ შორის მატჩის დაწყების წინ, სტადიონ „მესტალიასთან“ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სერიოზული დაზიანება არავის მიუღია, თუმცა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ამ ფაქტს, ისევე როგორც ბილბაოს „ატლეტიკის“ ფეხბურთელ ინიაკი უილიამსზე რასისტულ თავდასხმას, უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
მატჩი „ვალენსიასა“ და „ბარსელონას“ შორის მასპინძელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.