ინიაკი უილიამსი რასისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა
ინიაკი უილიამსი რასისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა

ბილბაოს „ატლეტიკის“ ფორვარდი ინიაკი უილიამსი აცხადებს, რომ „ესპანიოლის“ წინააღმდეგ მატჩის დროს მას რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს. 25 წლის უილიამსი, რომელმაც 2019 წელს ბილბაოელებთან ცხრაწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სოციალურ ქსელში გაცხადებას ავრცელებს და ყველას რასიზმის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროა, რომ ფეხბურთში დღემდე გვიწევს შეჯახება რასიზმის ფაქტებთან. ამას ბოლო უნდა მოვუღოთ ყველამ ერთად. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, – დაწერა უილიამსმა.

მატჩი „ესპანიოლსა“ და „ატლეტიკს“ შორის ფრედ, 1-1 დასრულდა.