„ვალენსია“ „ესპანიოლის“ ლიდერის გადმობირებას ცდილობს
„ვალენსია“ „ესპანიოლის“ ლიდერის გადმობირებას ცდილობს

„ვალენსიას“ ინტერესის სფეროში „ესპანიოლის“ წამყვანი ფეხბურთელი, სერხი დარდერი მოექცა, – იუწყება Marca.

„ესპანიოლმა“  სეზონის ბოლოს, შესაძლოა პრიმერა დივიზონი დატოვოს, „ვალენსია“ კი შეეცდება, შექმნილი მდგომარეობით ისარგებლოს და დარდერთან კონტრაქტი ხელსაყრელ ფასად გააფორმოს – ფეხბურთელის სტრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე 10 მილიონ ევროს შეადგენს.

სერხი დარდერის კონტრაქტი „ესპანიოლთან“ 2023 წლის ივნისამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი ბურთი და სამიც საგოლე გადაცემა შეასრულა.