ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა
18 წლის ვაკო მარჩილაშვილმა დღეს გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის ცნობით, მარჩილაშვილს რეკორდი წყალქვეშ, ერთი ჩასუნქვით, მაქსიმალური რაოდენობის სტანდარტული რუბიკის კუბის აწყობის შედეგად უნდა დაემყარებინა.
მსოფლიო რეკორდი ამერიკელ ენთონი ბრუქსს ეკუთვნოდა, რომელმაც წყალქვეშ ხუთი კუბიკი ააწყო.
ღონისძიება დღეს, თბილისში, „ჯინო ფერედაისში“ 13:00 საათზე დაიწყო. რეკორდის დამყარების პროცესს ფედერაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ და ახალი შედეგიც დააფიქსირეს – ვაკო მარჩილაშვილმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და წყალქვეშ, ერთი ჩასუნთქვით, ექვსი რუბის კუბი ააწყო.
ქართველი რეკორდსმენი აგრეთვე გახლავთ საქართველოს ორგზის გამარჯვებული რუბიკის კუბის აწყობაში.